შემდეგი
დღეს - 09 ნოე
სტანდარტი
სასაწყობე ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment15@hh.ge
HH Recruitment (www.HH.ge) აცხადებს შერჩევას სასაწყობე ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს საცალო გაყიდვების სფეროში
ძირითადი მოვალეობები:
- ადამიანური რესურსების განსაზღვრა, სასაწყობე მეურნეობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- სასაწყობე მეურნეობის გაუმჯობესება კომპანიის მიზნების შესაბამისად;
- პროდუქციის აგროვებისა, კონტროლის ხარისხის და სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა არსებული სტანდარტის შესაბამისად;
- სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება საწყობის მოთხოვნების შესაბამისად;
- საწყობის სამუშაო საათების და განრიგის განსაზღვრა, თანამშრომლების აღრიცხვიანობის ტაბელის წარმოება და კონტროლი;
- მატერიალური ფასეულობების სახეობა, მარკები, ხარისხიანობა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
- საწყობში მიმდინარე პროდუქციის ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ორგანიზება;
- ფასეულობების შენახვის წესები, მათი აღრიცხვიანობის დებულებები და ინსტრუქციების შემუშავება;
- უზრუნველყოფს დაქვემდებარებულებს შორის შესასრულებელი სამუშაოს სწორ გადანაწილებს და ეფექტურ მართვას;
- კომპანიის საწყობის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა–შენახვის კონტროლი;
- საწყობის სისუფთავის და მდგომარეობის კონტროლი;
- დარღვევების ანალიზი და ადმინისტრაციული ზომების მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საწყობის სპეციალისტი/მენეჯერის პოზიციაზე;
- 1-2 წლიანი გამოცდილება დისტრიბუცია/FMCG/რითეილის ინდუსტრიაში;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოეხმაურეთ ვაკანსიას ელ.ფოსტაზე: recruitment15@hh.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
წარმატებას გისურვებთ!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი,
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0