05 ნოე - 04 დეკ
სტანდარტი
შემფასებელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cartubank.ge
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის თანამდებობაზე უზრუნველყოფის შეფასებისა და მართვის განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 06.12.2024
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი ქონების ინსპექტირება, შეფასების შესახებ დასკვნების დადგენილი წესით მომზადება და გაცემა;
- შეფასების დასკვნის საფუძველზე უზრუნველყოფის ლიკვიდური ღირებულების დადგენა (რეალიზაციის შემთხვევაში გადასახადების და სხვა შესაძლო დანახარჯების გათვალისწინებით);
- უზრუნველყოფაში არსებული ობიექტების გადაფასება;
- შეფასებისას მოპოვებული ანალოგების შესახებ ინფორმაციის დაარქივება, შეთავაზებებისა და გაყიდვების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
- კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების საქმიანობის დოკუმენტური, საინფორმაციო, ანალიტიკური, ორგანიზაციულ-ტექნიკური და კომპიუტერული მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ 1- წლიანი სამუშაო გამოცდილება ქონების შეფასების სფეროში
- უმაღლესი განათლება
- უძრავი ქონების შეფასების მოქმედი სერტიფიკატი
- MS Office პროგრამების ცოდნა
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
- ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნება
- კომუნიკაბელურობა, აქტიურობა,ზრუნვა თვითგანვითარებაზე
- ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
- პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- სამუშაოს განსაზღვრულ ვადაში შესრულების უნარი
- კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 06.12.2024
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
სამშენებლო, უძრავი ქონება
უძრავი ქონების ექსპერტი/შემფასებელი
ნახვები 196
უნიკალური ნახვები 190