შემდეგი
05 ნოე - 01 დეკ
ჯგუფის მენეჯერი
ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 5 წლამდე
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@innoteam.ge
ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას. კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/
კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის მენეჯერის (დასავლეთ საქართველო) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე;
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
- საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას;
- ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში ჩართულობის შესაძლებლობას;
ძირითადი მოვალეობები:
- დასავლეთ საქართველოში სამედიცინო წარმომადგენელთა გუნდის მართვა, გაყიდვების მიზნების გაცნობა, შედეგების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება;
- გაყიდვების სტიმულირება, კონკურენტების და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვება და ინფორმაციის შეგროვება;
- გეგმის შესრულების კონტროლი, შედეგების ანალიზი, სამუშაო პროცესების დაგეგმვა საუკეთესო შედეგების მიღწევის მიზნით;
- პრობლემური სიტუაციების ანალიზი და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა, გამოსწორების გზების ინიცირება;
- ყოველდღიური რეპორტინგის გაცნობა, ანალიზი და უკუკავშირი;
- გუნდის წევრების სამუშაო პროცესში ჩართულობის მეთვალყურეობა ონლაინ რეჟიმში;
- გუნდის მხარდაჭერა საქმიანობისთვის საჭირო უნარების გაძლიერებაში;
- სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების ინიცირება/დაგეგმვა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ფარმაციის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი, ხოლო ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების ქონა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ინიციატივიანი;
- პასუხისმგებლობიანი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@innoteam.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
"ინოთიმი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "ინოთიმის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის 1 წლის ვადით.
თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანია "ინოთიმმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hr@innoteam.ge, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 0322 309 301
სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი,
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 102
უნიკალური ნახვები 101