05 ნოე - დღეს
რიონჰესის წყალმიმღების ოპერატორი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პოზიციის დასახელება: რიონჰესის წყალმიმღების ოპერატორი
კომპანია: სს “ეპ გენერაცია”
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 13 ნოემბერი, 2024 წ.

სს “ეპ გენერაცია” აცხადებს კონკურსს რიონჰესის წყალმიმღების ოპერატორის პოზიციაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • სათავე ნაგებობების მოწყობილობების ნორმალური, უავარიო და ეკონომიური მუშაობა.
  • წყალმიმღების ოპერატორი მორიგეობას ახორციელებს გვირაბის ფარების, ამწე მექანიზმების გვერდზე არსებული შენობიდან, სადაც დამონტაჟებულია კაშხლის ზედა ბიეფის დონის მაჩვენებელისა და წყლის მაქსიმალური და მინიმალური დონის „პულტ–პანელი“.
  • წყალმიმღების ოპერატორი ვალდებულია, თავისი მორიგეობის დროს იმყოფებოდეს სამორიგეო ოთახში, უფლება აქვს , გავიდეს სამორიგეოდან სიგნალის ხმის მიწვდომამდე.
  • აწარმოებს ჩვენებების ჩაწერას ყოველ 1 საათში სპეციალურად დაშვებულ ჟურნალში, ამასთან რაიმე არანორმალურობის გამოვლინების შემთხვევაში ის ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მუშაობის ნორმალური რეჟიმის აღსადგენად.
  • კაშხლისა და საერთოდ სადგურის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საერთო სქემის, აგებულების, მდებარეობის და დანიშნულების ცოდნა;
  • კაშხლის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და მათი ჩამკეტ მოწყობილობათა აგებულების, ზომების, გამტარუნარიანობის, მუშაობისა და მართვის პროცესის, ამასთან კაშხლის ძირითად ნაგებობათა ნიშნულების ცოდნა;
  • სათავე ნაგებობის ყველა ამწე მექანიზმის, მათი როგორც მექანიკური, ისე ელექტრომოწყობილობათა მუშაობის პრინციპის ცოდნა (მართვა და მოვლის წესები);
  • ელ. ძრავებისა და განათების ენერგიით კვების სქემების, მაღალი და სამუშაო ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობათა მართვის ცოდნა.
  • დერივაციაში წყლის ხარჯის რეგულირების გრაფიკის გარჩევის და ხმარების წესის ცოდნა:
  • ქალაქის მიმართულებით წყლის ხარჯის გატარების გრაფიკის გარჩევის და გამოყენების წესის ცოდნა;
  • წყლის ჰორიზონტის ნორმალური, კატასტროფული, მაქსიმალური და მინიმალური დონეების ცოდნა კაშხლის ზედა და ქვედა ბიეფში.
  • ტექნიკური ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
  • თანამდებობრივი, ოპერატიული, საწარმოო და ავარიული ინსტრუქციების ცოდნა;
  • უსაფრთხოების ტექნიკის წესების, ელექტროდენითა და სხვა მიზეზით დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის წესების ცოდნა;

მოთხოვნები:
  • საშუალო ან საშუალო ტექნიკური განათლება.
  • ჰიდრო-ელექტრო სადგურზე მუშაოების არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
  • გუნდური მუშაობის უნარი

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV (აუცილებელია ინგლისურ ენაზე) ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2024 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)
ნახვები 116
უნიკალური ნახვები 116