05 ნოე - 04 დეკ
სტაჟირება - ადრეული განვითარების სპეციალისტის და ფიზიკური თერაპია
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ქართულ - ავსტრიული ორგანიზაცია - ა(ა)იპ „ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება“ აცხადებს მიღებას უფასო სტაჟირების - ადრეული განვითარების სპეციალისტის და ფიზიკური თერაპიის პროგრამაზე.

ხანგრძლივობა:მინიმუმ 3 თვე.
განაკვეთი: შეთანხმებით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე- საბურთალო

კვალიფიკაცია:
  • ფიზიკური თერაპევტის, ადრეული განვითარები მომიჯნავე სფეროს სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Suite);
  • სასურველია, ბავშვებთან ან/და შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • კრეატიულობა.

სტაჟიორი შერჩეული სამუშაო საათების განმავლობაში ჩაერთვება ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებს ბენეფიციართა ჯგუფებში სხვადასხვა აქტივობებსა და სესიებში ( კოგნიტური უნარების განვითარება, მეტყველების, კვების თერაპია, ფიზიოთერაპია და ა.შ.).

ცენტრი ემსახურება ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს.

სერვისი მოიცავს შემდეგი უნარების განვითარებას:
  • ფიზიოთერაპიული
  • ორალურ-მოტორული( კომუნიკაციურ, საარტიკულაციო, კვების, ღეჭვის, ყლაპვის)
  • კოგნიტური
  • ფუნქციური

ცენტრის ინიციატივა ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კონდუქტიური მეთოდით დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ცენტრი სტაჟიორებსა და თანამშრომლებს სთავაზობს დასაქმების პერსპექტივას, სტაჟირების პროცესში გამოვლენილი კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 8:00-16:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე ) და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე shst2022@gmail.com

სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია
ნახვები 58
უნიკალური ნახვები 54