დღეს - 16 ნოე
ვიპ
ქი ექაუნთ მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: l.tsulukidze@libogroup.ge
შპს „ლიბო გრუპ“ აცხადებს ვაკანსიას ქი ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე
შპს „ლიბო გრუპ“ ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. შპს „ლიბო გრუპ“ მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს სახლის მოვლის, ჰიგიენური, კოსმეტიკური და სხვა მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქციები:
- ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან (სუფთა სახლი, აგროჰაბი, დომინო) ურთიერთობის მართვა და კოორდინირება;
- მათთვის პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- შეკვეთების მიღება;
- პროდუქციის შეთავაზება;
- სავაჭრო გეგმის შესრულება;
- დაქვემდებარებაში მყოფი პრისეილერების, გადამზიდებისა და მერჩენდაიზერების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- პრიორიტეტად ჩაითვლება მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში გაყიდვების მიმართულებით.
თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდის მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება - შეთანხმებით
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (შაბათ-კვირა დასვენება)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: l.tsulukidze@libogroup.ge არაუგვიანეს 2024 წლის 15 დეკემბრისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).
თქვენს მიერ გამოზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ბუღალტერია/ფინანსები
ანგარიშების მენეჯერი
ნახვები 87
უნიკალური ნახვები 80