05 ნოე - 05 დეკ
ვიპ
ხარჯების აღრიცხვის ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ec.ge
„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.
მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.
„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.
„ელემენტ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯების აღრიცხვის ოპერატორი პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ხარჯების აღრიცხვის ოპერატორი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლისა და მომსახურების შეძენის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში
- მიმდინარე ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე
- კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი
- კრედიტორებთან პერიოდული შედარებები და აქტების გაფორმებები.
- ხელფასის უწყისის დარიცხვა , გატარება შესაბამის პროგრამაში .
- მარაგების/დაუმთავრებელი ხარჯების ჩამოწერა.
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა " FMG "-ში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მონაცემთა ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლიანობა;
- შედეგზე ორიენტირებული
- ორგანიზებული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 05 დეკემრის ჩათვლით .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 659
უნიკალური ნახვები 620