06 ნოე - 21 ნოე
სტანდარტი
შეფ სტიუარდი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure აცხადებს ვაკანსიას შეფ სტიუარდის პოზიციაზე.

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხამრებელს!

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
  • მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • გუნდის ცხრილების შედგენა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების დატრენინგება/სწავლება;
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება;

რა დაგხვდებათ ჩვენთან:
  • ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • მეგობრული და დინამიური გარემო;
  • ლანჩი

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: nana.zhorzholiani@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20/11/2024

ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ „Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 95
უნიკალური ნახვები 91