06 ნოე - 06 დეკ
სტანდარტი
დირექტორის თანაშემწე
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: ubb2017@gmail.com
,,PHO - აზიური სამზარეულო“ გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
ფუნქცია - მოვალეობები:
- ხელმძღვანელის მხრიდან ადმინისტრაციულ, საოპერაციო ნაწილში და სხვა დელეგირებულ საკითხებში ჩართულობა და მათი შესრულება, კომპანიის სხვა რგოლებთან და თანამშრომლებთან საკითხების კოორდინაცია;
- კომპანიის მარკეტინგული და კომერციული აქტივობების ცოდნა და მათში ჩართულობა;
- სხვა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
- შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
- დირექტორის კორესპონდენციის მართვა/აღრიცხვის წარმოება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- დირექტორის დავალების/განკარგულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის გაცნობა და შესრულების კონტროლი;
- კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპების მონიტორინგი და დირექტორის ინფორმირება;
- კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
- პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან, მიმდინარე ამოცანებთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დირექტორის თანაშემწის, ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: ubb2017@gmail.com
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,დირექტორის თანაშემწე“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა, განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.
კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ნახვები 311
უნიკალური ნახვები 305