შემდეგი
06 ნოე - 05 დეკ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
- სრული განაკვეთი
- 1500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@originali.ge
„ორიგინალი ჯგუფი“ _ ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს „ჩემო კარგოს“ სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი „ლუდო“-ს ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად. „ორიგინალი ჯგუფი“ მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.
გაგვიცანი უკეთ: https://www.chemokargo.ge/aboutUs
კომპანია „ორიგინალი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილის 25
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + %
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- არსებულ HoReCa მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
- გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
- პროდუქციის გაცნობა, შეთავაზება და პრეზენტაციის წარდგენა კლიენტებისთვის;
- გაყიდვების პორტფელის შექმნა, მართვა და შენარჩუნება;
- პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განვითარება;
- გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და კომპანიის მენეჯმენტთან ერთად მათ აღმოფხვრაზე მუშაობა;
- პორტფელის დებიტორული დავალიანების კონტროლი;
- ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმართვა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
- ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტინგი;
- ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება - ანალიზი და კომპანიაში სიახლეების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- HoReCa სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
- სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- მართვის მოწმობის (B) კატეგორია
გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ მეილზე hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 231
უნიკალური ნახვები 228