06 ნოე - 05 დეკ
სტანდარტი
ბრენდ ზონის მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@geoteckltd.com
შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Dyson, JBL, HarmanKardon, Ninja, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, Dyson-ის რიგით მესამე ბრენდ ზონისთვის აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ზონის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
- პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება
- დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
- კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის განლაგება Dyson-ის სტანდარტების შესაბამისად
- გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
- ახალი მოდელების შესწავლა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
- სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა, პუნქტუალობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
ადგილმდებარეობა: ბათუმი, სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: info@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "Dyson ბრენდ ზონის მენეჯერი".
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და განვითარების შესაძლებლობას.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი
ნახვები 411
უნიკალური ნახვები 392