შემდეგი
06 ნოე - 05 დეკ
სტარტი
არამედიკამენტების რეკომენდაციების ჯგუფის უფროსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 2300
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@aversi.ge
შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების რეკომენდაციების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სარეკომენდაციო მარკეტინგის წარმოება;
- ყოველდღიური ვიზიტების კოორდინაცია: მენეჯერების ვიზიტების დაგეგმვა და განაწილება, რათა უზრუნველყოს რეგულარული ვიზიტები სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში.
- პროცესების მართვა და კოორდინაცია დერმატოლოგიაში: რეკომენდაციების ხარისხის უზრუნველყოფა და მიზნების მიღწევა.
- გუნდის მართვა და განვითარება: მენეჯერების მენტორინგი, პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და გუნდში ჩართულობის და მოტივაციის ამაღლება.
- სტრატეგიული მოლაპარაკებების წარმოება: დაწესებულებებთან მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორული ურთიერთობების გასამყარებლად. ხელშეკრულებების გაფორმება გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
- მონაცემების ანალიზი და ანგარიშგება: რეკომენდაციების პროცესის შედეგების ანალიზი და ანგარიშგების მომზადება. პროცესების ოპტიმიზაცია ეფექტურობის და ხარისხის გასაუმჯობესებლად. მიღებული უკუკავშირის ანალიზი.
- ტრენინგების უზრუნველყოფა: მენეჯერების ტრენინგი, ცოდნის გაზიარება და უნარების გაუმჯობესება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია)
- მინიმუმ 5 წლიანი ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა(C1);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; შემოქმედებითი აზროვნება; ინიციატივიანობა, სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი; პოზიტიურობა; გუნდის მართვის უნარი
- შედეგზე ორიენტაცია;
სამუშაო აღწერილობა
- სამუშაო განრიგი: 9:00 – 18:00
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
- ანაზღაურება: 2300+(net)(ფიქსირებული) + ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
სარეკომენდაციო წერილები
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 06.12.2024 წ.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 200
უნიკალური ნახვები 196