07 ნოე - 06 დეკ
ვიპ
საწყობის თანამშრომელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 1500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@autotechno.ge
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზებულია სამი მიმართულებით:
- წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
- არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
- გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დამწყებ და გამოცდილ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
ავტოტექნო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვ.ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00 – 14:00 (შაბათი)
ანაზღაურება:1000-1500 NET+ კვარტალური ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
- სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
- მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი მონიტორინგი;
- მიღებული პროდუქციის ზუსტი აღრიცხვა, აღწერა და ორგანიზება;
- შეკვეთების შესაბამისად მომხმარებლის უზრუნველყოფა სასურველი პროდუქციით;
- ნაშთების აღრიცხვა და შესყიდვების განყოფილებისთვის ინფორმაციის გადაცემა;
- საწყობის წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
- სასურველია მართვის მოწმობა, B კატეგორია;
- სასურველია პროგრამაში 1C/ბალანსი მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,საწყობის თანამშრომელი".
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 747
უნიკალური ნახვები 730