07 ნოე - 06 დეკ
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mariam@mifasi.ge
კომპანია „მიფასი“ 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანება- განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიას დღემდე განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა:
- სამების საკათედრო ტაძარი;
- დინამო არენა;
- სასტუმრო კომპლექსი „პარაგრაფი“;
- თბილისის ოლიმპიური სასახლე;
- ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
- ქუთაისის ოლიმპიური აუზი;
- გონიოს-აფსაროსის ციხე-ქალატი.
ზევით ჩამოთვლილ, ჩვენ მიერ განხორციელებულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს საერთაშორისო სტანდარტები. კომპანია ექსკლუზიურ დისტრიბუციას უწევს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდეს, როგორებიცაა: MARTIN AUDIO, QSC, ECLER, PROLIGHTS, EQUIPSON, Q-PRO, STUDIO MASTER, GONSIN, IC AUDIO, BESPECO, ITC, CMX, PEARL RIVER, RITMULER, BLUTHNER.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
ვებ-გვერდს: www.mifasi.ge
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
კომპანია „მიფასის“ ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს.
მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
- პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- აუცილებელია გაყიდვების სფეროში გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი;
- ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
- გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam@mifasi.ge-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 207
უნიკალური ნახვები 203