შემდეგი
08 ნოე - 08 დეკ
დეველოპერული პროექტების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@grea.ge
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: „ლისი ტოპოგრაფი“, „არსენალი რეზიდენსი“ და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტების გაყიდვების მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
- პოტენციური კლიენტებისთვის დეველოპერული პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მართვა;
- კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა;
- გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
- კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.grea.ge
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 35
უნიკალური ნახვები 34