08 ნოე - 08 დეკ
გაყიდვების ანალიტიკოსი
თბილისი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) -კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: „ლისი ტოპოგრაფი“, „არსენალი რეზიდენსი“ და სხვა ) გუნდში ეძებს გაყიდვების ანალიტიკოსს,

რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
  • CRM პროცედურების დახვეწა და გამართვა;
  • CRM პროგრამაში შეყვანილი ინფორმაციის მონიტორინგი;
  • CRM პროგრამაში გაყიდვების მენეჯერების აქტივობის მონიტორინგი;
  • კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება;
  • დაგროვილ მონაცემების გადამუშავება და შესაბამისი რეპორტინგის სისტემის შემუშავება;
  • კონკურენტების მონაცემების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სწრაფად ათვისების, ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; Excel -ის გამართულად ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
  • კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში ან/და ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.grea.ge
გაყიდვები
გაყიდვების ანალიტიკოსი
ნახვები 29
უნიკალური ნახვები 29
მსგავსი განცხადებები