08 ნოე - 06 დეკ
სტანდარტი
კოორდინატორი
თბილისი, საბურთალო, ს.ცინცაძის ქ.
- სრული განაკვეთი
- 1200 - 1500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.gwhouse@gmail.com
ღვინის კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასაკევი, 9:30 სთ-18:30 სთ.
ანაზღაურება: 1 200 -1 500 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) კარგად ცოდნა;
- 1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საჭიროებებთან, მიმდინარე სამუშაო პროცესებთან და სისტემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება;
- დადგენილი პერიოდულობით, სხვადასხვა სახის ანგარიშების/რეპორტების მომზადება და წარდგენა დირექტორთან/დამფუძნებლებთან;
- პროგრამა 1С-ში მუშაობა;
- საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია/თანამშრომლობა
- საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.
- სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება, კომპეტენციიდან გამომდინრე.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 325
უნიკალური ნახვები 312