11 ნოე - 01 დეკ
სტანდარტი
საწყობის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
- სრული განაკვეთი
- 3000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- მართვის მოწმობაB
- ქართული,ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: teona@copter.ge
კომპანია ,,კოპტერ ტექ”-ი 2017 წლიდან იქცა საქართველოში ინოვაციების ცენტრად, სადაც მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მოყვარულებს ვთავაზობთ უახლეს ელექტრონულ ტექნოლოგიებს. როგორც DJI-ის წამყვანი პარტნიორი უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში, კოპტერ ტექ-ი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სამომხმარებლო, ასევე ინდუსტრიულ და აგრონომიულ დრონებს, სრულფასოვან ტრენინგებსა და შეკეთების მომსახურებას. ამასთანავე, ჩვენ ვართ EcoFlow-სა და Insta360-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორები საქართველოში და მომხმარებლებს ინოვაციურ კამერებს, პორტატულ ელექტროსადგურებს, მზის პანელებსა და ჭკვიან ეკოსისტემებს ერთ სივრცეში ვთავაზობთ.
კომპანია ,,კოპტერ ტექ”-ი აცხდებს ვაკანსიას საწყობის მენეჯრის პოზიციაზე
მოვალეობები:
- საწყობის მართვის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, კომპანიის პოლიტიკისა და ხედვის შესაბამისად.
- პასუხისმგებლობა საწყობის გამართულ მუშაობაზე.
- საწყობის სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და კონტროლი.
- საწყობის ნაშთის კონტროლი და ანალიზი (იგულისხმება აქტიური და პასიური პოზიციების კონტროლი, ჩამოსაწერი პროდუქციის კონტროლი), კვარტალური ანგარიშგებების მომზადება, დროული და ეფექტური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან.
- საწყობის სისტემის კონტროლი და სისტემური გატარებების და დოკუმენტების შექმნა. კომპლექტაციის და დეკომპლექტაციის დოკუმენტების შექმნა.
- მინუსიანი ნაშთების კონტროლი.
- ხელი შეუწყოს პროდუქციის შენახვის, დამუშავების და ტრანსპორტირების პროცესის კანონმდებლობასთან და შიდა პროცედურებთან თავსებადობას (უსაფრთხოების წესების ჩათვლით).
- შეინარჩუნოს გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები.
- სასაწყობე პროგრამაში გამართული სამუშაო პროცესის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან ერთად მისი ოპტიმიზაცია.
- შეკვეთების დროულად მიღება/მიწოდების ეფექტური დაგეგმვა და კონტროლი.
- პროდუქციის განლაგების დაკონფიგურირება და სასაწყობე სივრცის ეფექტური გამოყენება/კონტროლი.
- თვიური/კვარტალური ანგარიშგებების წარმოება და გადაგზავნა უშუალო ხელმძღვანელთან (მიმდინარე ღია საკითხები და პრობლემები).
- დაქვემდებარებული პერსონალთან ეფექტური კომუნიკაცია და მათ განვითარებაზე ზრუნვა.
- დაქვემდებარებული პერსონალის პერიოდული სამუშაო ინსტრუქტაჟის ორგანიზება და განხორციელება, სამუშაოს სწორად და ეფექტურად გადანაწილება.
- ინვენტარიზაციის დაგეგმარება და ჩატარება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად და ინვენტარიზაციის ანგარიშგებების მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
- სასაწყობო ინვენტარის მეთვალყურეობა და მოვლა.
- ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი, მიღება გაცემის და მდგომარეობის კონტროლი.
- ბუღალტრებთან თანამშრომლობა, მარაგების მოწესრიგების კუთხით.
- სხვა საწყობთან და მარაგებთან დაკავშირებული დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
- პროგრამა ბალანსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- გუნდური მუშაობის უნარი
- პრეზენტაბელურობა;
- პასუხისმგებლობიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: teona@copter.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი,
საწყობი,
საწყობის თანამშრომელი
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 831
უნიკალური ნახვები 740