11 ნოე - 10 დეკ
ვიპ
ქოფირაითერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@carsindigo.com
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
- კრეატიული და დამაჯერებელი და მიმზიდველი ქოფებისა და ქონთენთის შექმნა კომპანიის სხვადასხვა პლატფორმებისთვის, მათ შორის ვებსაიტისთვის, სოციალური მედიისთვის, ელექტრონული ფოსტის, ბეჭდური მასალებისთვის და სხვა.
- კომპანიის სწორი საკომუნიკაციო სკრიფტის შექმნა.
- ქოფების მომზადება და რედაქტირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც გრამატიკული სისწორე, ასევე ბრენდის სტილისა და ტონის სიზუსტე.
- კრეატიული კონცეფციის განვითარება
- კომუნიკაცია, თანამშრომლობა მარკეტინგის ხელმძღვანელთან და გუნდის სხვა წევრებთან.
- სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
- შემოქმედებითი იდეების მოფიქრება და აღსრულება.
- ტექსტების რედაქტირება.
- შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
- ციფრული არხების, ქონთენთის და ტრენდების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გამართულად წერის უნარი
- შემოქმედებითი უნარი
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კოპირაიტერი
ნახვები 654
უნიკალური ნახვები 636