29 ნოე - 28 დეკ
ქოფირაითერი / ჟურნალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დასახელება: ქოფირაითერი / ჟურნალისტი, On.ge Brand Studio

On.ge აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერი / ჟურნალისტის პოზიციაზე

განყოფილება: On.ge Brand Studio
უშუალო ხელმძღვანელი: Head of Brand Studio

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მიმართულებით:
  • On.ge Brand Studio-ს სარეკლამო მასალების შექმნა - სტატიების, ნიუსების, ქვიზების და სხვა ტიპის კონტენტის მომზადება;
  • იდეების გენერირება მიღებულ ბრიფებზე. კლიენტებთან, ბრენდ სტუდიოს და კომპანიის სხვა თანამშრომლებთან კოლაბორაცია;
  • შექმნილი მასალების დისტრიბუციის უზრუნველყოფა - როგორც კრეატიული კუთხით იდეის დამუშავება, ისე - პრაქტიკაში აღსრულება;
  • მონაცემების მონიტორინგი და რეპორტინგი ზემდგომთან; დასახული მიზნების მიღწევა; მონაცემების გამოყენება შედეგების ოპტიმიზების და გაუმჯობესებისთვის;
  • განსაზღვრული ვადებისა და დედლაინების დაცვა;
  • რესპონდენტების მოძიება ინტერვიუსთვის, პოდკასტისთვის ან სხვა საჭიროების საპასუხოდ;
  • მართლწერა;
  • შინაგანა წესის დაცვა; ხელმძღვანელებისგან მიღებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:
  • სასურველია, თუმცა არა აუცილებელი უმაღლესი განათლება. რეკრუტირებისას, შესაძლოა, პრიორიტეტი მიენიჭოს განათლებას ჟურნალიზმის, კომუნიკაციების, მარკეტინგის ან მონათესავე სკოლებს.

კვალიფიკაცია:
  • პოზიციაზე არ არის სავალდებულო გამოცდილება. რეკრუტირებისას შესაძლოა პრიორიტეტი მიენიჭოს გამოცდილება ჟურნალისტიკაში ან კომუნიკაციებში;

უნარები და მახასიათებლები:
  • წერის, რედაქტირების, კორექტირების, დეტალებსა და სიზუსტეზე ორიენტირებულობის უნარი.
  • სამაგიდო კვლევების კეთების უნარი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გზებით.
  • ერთდროულად მრავალი ამოცანის მჭიდრო დედლაინებში შესრულების უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გამოხატვის, რთული საკითხების მარტივად გადმოცემის უნარი;
  • სხვა ადამიანებთან და გუნდებთან კოლაბორაციის სურვილი და უნარი.
  • სუბორდინაციის დაცვა და პროფესიონალიზმის შენარჩუნების უნარი, მათ შორის, ინტენსიურ სამუშაო გარემოში. ემოციების კონტროლის უნარი.
  • კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ამბის თხრობისას აუდიტორიის ჩართულობის გაზრდის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: n.kutsniashvili@on.ge


მარკეტინგი, რეკლამა, PR
კოპირაიტერი
ნახვები 28
უნიკალური ნახვები 27