- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოგისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მოხვედრის ორგანიზება;
- მოწოდების დროს, შეკვეთაში განთავსებული პროდუქტის, ფასებისა და რაოდენობის შემოწმება და ამის შემდეგ პროგრამულად დასტური;
- გადაზიდვების მარშრუტის დაგეგმვა ტვირთის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით;
- საჭიროების შემთხვევაში ტვირთისთვის ოპტიმალური სატრანსპორტო საშუალებისა და გადამზიდის შერჩევა;
- ლოჯისტიკური პროცესების მონიტორინგი;
- ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით ლოჯისტიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
- ფინანსურ დეპარტამენტთან ბიუჯეტის შეთანხმება. მომწოდებელთან გადასარიცხი თანხების გრაფიკის შედგენა;
- იმპორტის შემთხვევაში ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- საუკეთესო პირობების მოძიება ტრანსპორტირებაზე, გადამზიდავი კომპანიების ბაზის ფორმირება (საგზაო, სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიები);
- იმპორტზე შემოსატანი პროდუქციის ფასების დათვლა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ლოგისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის N32.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!