11 ნოე - 11 დეკ
სტარტი
აღმასრულებელი შეფი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 4 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას კლასტერის აღმასრულებელი შეფის( Cluster Executive Chef)პოზიციაზე.
სასტუმროში წარმოდგენილია რესტორანი MARILI, რომელიც გთავაზობთ თანამედროვეობის, დახვეწილობისა და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის უნიკალურ სინთეზს.
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტული პროცედურების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების შედგენა, დანერგვა, დაცვა;
- სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინვენტარის ინსტალაციაში მონაწილეობა და სამზარეულოს მზაობაში მოყვანა ობიექტის გახსნისთვის;
- სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება;
- მომწოდებლებთან ურთიერთობა, მომარაგება, პროდუქციის ხარისხისა და საწყობების აღწერაზე პასუხისპმგებლობა;
- მონაწილეობის მიღება რესტორნის კონცეფციის შექმნაში და საოპერაციო სტანდარტების დანერგვაში;
- მენიუს შედგენა, განახლება, რეგულარული დაგემოვნების ორგანიზება, ახალი რეცეპტების შემუშავება, კერძების თვითღირებულების კალკულაცია, მონაწილეობა სარეალიზაციო ფასის შემუშავებაში;
- სტუმრის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით;
- დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა, სწავლება და გადამზადება;
- თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შედგენა;
- დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების, მოგება-ზარალის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
- სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება/აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ-შეფის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
- პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
- კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კლასტერ ბრენდ-შეფი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 11 დეკემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 33
უნიკალური ნახვები 32