12 ნოე - 11 დეკ
სტაჟირება პროექტის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ აცხადებს სტაჟირებას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 5000-ზე მეტ ფერმერს და აგრობიზნესს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორია და მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის (WFO) წევრი.
ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მიღებული წინადადებების შეფასებისა და გასაუბრების პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • საგრანტო კომპონენტისთვის რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
  • რეგიონულ ვიზიტებსა და მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
  • პროექტის ფარგლებში საგრანტო მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება შერჩეული ბენეფიციარებისათვის;
  • პროექტის საგრანტო დოკუმენტების მოწესრიგება და პირველადი შესყიდვების დოკუმენტაციის შესაბამისი დეპარტამენტისათვის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში დარგობრივი მრავალსექტორული თანამშრომლობის პლატფორმის შეხედრის დაგეგმვა და მონაწილეობა;
  • პროექტის სამოქმედო გეგმის შესაბამისი მიზნების შესრულება, პროექტის გუნდის ჩართულობითა და კოორდინირებით;
  • პროექტის ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადებაში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;.
  • სოფლის მეურნეობის სექტორში განვითარების პროექტზე მუშაობის ინტერესი.

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პროცესების მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პროაქტიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

გარანტიები:
  • სტაჟირების პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: არასრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: 4 თვე
შრომის ანაზღაურება: არა ანაზღაურებადი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!

სხვა
პროექტის მართვა
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 40