შემდეგი
08 ნოე - 07 დეკ
ქეითერინგის პროექტის მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი
- სრული განაკვეთი
- 2000
+ ბონუსი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@aldabrothers.ge
ალდა ჯგუფი", რომელიც აერთიანებს რამდენიმე სარესტორნო ქსელს აცხადებს ვაკანსიას ქეითერინგის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი ჩატარებული ღონისძიებებიდან გამომდინარე
ფუნქცია-მოვალეობები:
- ქეითერინგის ღონისძიებების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
- ბიუჯეტის, პერსონალის მართვა და მონიტორინგი.
- ღონისძიებისთვის საჭირო ბაზების შექმნა და გამოყენება.
- კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.
- გაყიდული პროდუქციის მონიტორინგი, ინვენტარის და დასაქმებული პერსონალის ზედამხედველობა.
- დაინტერესებული მომხმარებლების მომსახურება, ზარებზე პასუხი, პროდუქტის გაცნობა, სრული ციკლის მართვა;
- კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია სამუშაო პროცესის სრულყოფის მიზნით;
- ბაზარზე არსებული კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
- მუდმივად განახორციელოს მომხმარებლებთან უკუკავშირი, შეაფასოს შესრულებული სამუშაო და განსაზღვროს გაუმჯობესების გზები, იზრუნოს მარკეტინგული და ბიზნეს გარემოს განვითარებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: ქეითერინგის მენეჯერის პოზიციაზე ( მინ 2 წელი ) ან მის მომიჯნავე სფეროში.
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონეზე
- კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა
- დროის მართვის კარგი უნარი
- ლიდერობის/მართვის უნარები : გუნდის ეფექტურად წარმართვის, მოტივაციის უნარი.
- ორგანიზაციული უნარები : დეტალებზე ორიენტირებულობა, მოკლე დროში გადაწყვეტილების მიღება, პრიორიტეტების სწორად წარმართვა.
- კომუნიკაციის უნარები: ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან.
- მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტაცია: ფოკუსირება მომხმარებლის კმაყოფილებაზე და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
- ანალიტიკური უნარები: ბიუჯეტის შემუშავების, ხარჯების მართვისა და მომგებიანობის მაქსიმიზაციის უნარი
- მოულოდნელი გამოწვევების მართვის და სწორი გადაწყვეტილების პოვნა უმოკლეს დროში.
- ჰორეკა სექტორში კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@aldabrothers.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
"ალდა ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სხვა
პროექტის მართვა
ნახვები 65
უნიკალური ნახვები 64