დღეს - 15 დეკ
სტანდარტი
პროექტების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 4500 - 5000
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@bs2.ge
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ პროექტების მენეჯერს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- კლიენტთა საჭიროებების ანალიზი/შეფასება, გადაწყვეტილებების ძიება;
- კომუნიკაცია კლიენტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
- პროექტის მასშტაბის განსაზღვრა და ცვლილებების მართვა;
- პროექტის რესურსებისა და ბიუჯეტის კოორდინაცია და კონტროლი;
- გუნდური მუშაობის ორგანიზება, კომუნიკაციის უზრუნველყოფა და დავალებების დროული შესრულების ზედამხედველობა;
- პროექტის დოკუმენტაციის ორგანიზება და რეპორტინგი;
- პროექტის მიმდინარეობის კონტროლი შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.
მოთხოვნები:
- Მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- IT პროექტების მართვის გამოცდილება;
- სავალდებულოა სერთიფიკატი პროექტმენეჯერის;
- IT დეველოპერული გუნდის მართვის გამოცდილება;
- Java ან .NET კლიენტ-სერვერის აპლიკაციის შემუშავების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2/C1.
- სპეციფიკაციების შექმნის გამოცდილება;
Სასურველია იცოდეთ:
- Jira-სთან ან მსგავს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- Გამოცდილება მხარდაჭერის მსგავს პროგრამასთა ან/და პროცესთან მუშაობის;
- Ზოგადი წარმოდგენა UI/UX-ს შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
- Fitpass ბარათს.
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
- ანაზრაურება: 4500 – 5000 ლარი (NET)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პროექტების მენეჯერი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
სხვა
პროექტის მართვა
ნახვები 17
უნიკალური ნახვები 17