13 ნოე - 12 დეკ
სტარტი
IT სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ultra.ge
კომპიუტერული კომპანია „ულტრა“ აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე, კერძოდ პოზიცია მოიცავს საბეჭდი მოწყობილობების შეკეთებას, კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებას.
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" 15 წელზე მეტია რაც ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს, ფლობს საცალო გაყიდვების მაღაზიებს, ონლაინ მაღაზიას (www.ultra.ge)-ს და სერვის ცენტრს.
კომპანია „ულტრა“-ს კორპორატიული დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს მცირე და დიდი მოცულობის კერძო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ტენდერებში და პროექტებში.
მოვალეობები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია.
- პრიორიტეტულია საბეჭდი მოწყობილობების და სკანერების შეკეთება, დიაგნოსტიკა.
- ტექნიკური და პროგრამული პრობლემების აღმოფხვრა.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანი და სათანადო შესრულების უნარი.
- მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო დრო: სრული განაკვეთი 10:00-19:00სთ
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ultra.ge ;
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: IT სპეციალისტი,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
ნახვები 31
უნიკალური ნახვები 31