20 ნოე - 13 დეკ
სტარტი
IT პროექტების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@benefits.ge
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge
მისამართი: ქ.თბილისი, გია ჭანტურიას 5
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
- კომპანიის ვებგვერდის, ვებპორტალის და მობილაპლიკაციის განვითარება;
- ახალი პროექტების ინიცირება/დაგეგმვა/განხორციელება;
- პრიორიტეტების განსაზღვრა, პროცესის შესაბამისად წარმართვა და პრობლემების მოგვარება;
- პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა საჭირო სტრუქტურული ერთეულის ჩართვა;
- კომპანიის შიდა პროგრამის დეველოპერებთან მუდმივი კომუნიკაცია, პროცესების გამარტივება;
- პარტნიორების მოძიება და კომუნიკაცია საჭიროებისამებრ პროგრამული საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათელბა;
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობა;
- გუნუდრად მუშაობის უნარი;
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
ნახვები 108
უნიკალური ნახვები 107