შემდეგი
დღეს - 13 დეკ
წარმოების მენეჯერი
თბილისი, ფონიჭალა
- სრული განაკვეთი
- 1500 - 2000
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: sandomicareer@gmail.com
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა;
- ანაზღაურება: 1500-დან - 2000 ლარამდე (ანაზღაურებადი სტაჟირების შემდეგ), კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით;
- სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
- გუნდის მართვის უნარი.
ფუნქცია/მოვალეობები:
- წარმოების აღრიცხვა (ტექნიკური და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით);
- მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- ხელმძღვანელის სხვადასხვა(პოზიციასთან დაკავშირებული) დავალებების შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად, საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმოება/ოპერაციები
წარმოების/ქარხნის მართვა
ნახვები 11
უნიკალური ნახვები 11