დღეს - 14 დეკ
ბავშვთა კატეგორიის მენეჯერი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სააფთიაქო ქსელი „ფარმაცევტული სახლი+“ („ფარმსახლი“) 20 წელზე მეტია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და თანამედროვე სტანდარტებით, წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების, ჰიგიენისა და სილამაზის პროდუქტების, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების რეალიზებას ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით კომპანია 60-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი და მუდმივად იზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ფარმსახლში“ დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და მათთვის სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
სააფთიაქო ქსელი „ფარმსახლი“ აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის #49ბ
სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-18:00სთ(ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
  • ახალი მომწოდებლების მოძიება
  • ასორტიმენტის განსაზღვრა, გაფართოება და ახალი პოზიციების განხილვა ბავშვთა კატეგორიის ჭრილში
  • საფასო პოლიტიკის განსაზღვრა, გასაყიდი ფასისა და მარჟის კონტროლი
  • ბავშვთა კატეგორიის ფარგლებში ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
  • რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება
  • ვიზიტები ქსელში და ბავშვთა კატეგორიაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
  • ბავშვთა კატეგორიის მერჩენდაიზინგზე ზრუნვა ქსელში
  • შესყიდვების მართვა
  • ნაშთების კონტროლი
  • ბაზრის მუდმივი ანალიზი, კონკურენტების კვლევა, ინფორმაციის ანალიზი და საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
  • რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • რითეილში მუშაობის გამოცდილება
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

დამატებითი უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • სპეციალურ ფასდაკლებებს ვაკის საცურაო აუზზე არსებულ აქტივობებზე
  • Fitpass-ის შეთავაზებას
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@ph.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბავშვთა კატეგორიის მენეჯერი“

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ „ფარმაცევტული სახლი+ ში“(„ფარმ სახლში“)გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია „ფარმაცევტული სახლი+“-მა („ფარმ სახლი“) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე დაარეზერვოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, იმ შემთხვევაში თუ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული მოცემულ ვაკანსიაზე.

„ფარმაცევტული სახლი+“ („ფარმ სახლი“) შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0