15 ნოე - 14 დეკ
სტანდარტი
გარე გაყიდვების მენეჯერი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- 650
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@baraka.ge
ტელეფონი:
შპს "ბარაქა" არის კომპანია, რომელიც ზრუნავს აგრარული სფეროს განვითარებაზე თავისი პროფესიონალთა გუნდით და უზრუნველყოფს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას. დღეის მდგომარეობით კომპანია „ბარაქა“ ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.
გვიხილეთ:
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge
ვეძებთ ახალ თანამშრომლებს გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ლაგოდეხში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ენთუზიაზმი და მოტივაცია წარმატების მისაღწევად. უნდა იყოს კომუნიკაბელური და ჰქონდეს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების ინტერესი. წინამდებარე პოზიციისთვის მნიშვნელოვანია კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება, მოლაპარაკების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მაღალკვალიფიციური მომსახურება;
- პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
- პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
- მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
- ფერმერებთან მუდმივი ვიზიტები და მათი მოზიდვა რეგიონალურ ფილიალებში და მაღაზიებში.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა 150 ლარი.
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
- მოჭრილ ხელფასი და მუდმივად მზარდი ბონუსის გამომუშავების პერსპექტივა
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
ანაზღაურების სისტემა: მოჭრილი ხელფასი 650 ლარი (NET) და დამატებით საბონუსე სისტემა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათი მოკლე დღე ხოლო კვირა დასვენების დღეა.
სამუშაო ადგილი: საქართველოს, ლაგოდეხის რაიონი სოფელი ჭაბუკიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების მენეჯერი ლაგოდეხში.".
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8