- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
კომპანია “მექან გრუპ” დაარსდა 2013 წელს. ორაგანიზაცია საქმიანობს სამშენებლო სექტორში და აშენებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური დანიშნულების ობიექტებს. კომპანიას ესაჭიროება ახალი თანამშრომელი ბუღალტერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,საბურთალო, მ. ალექსიძის ქუჩა 1
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ბუღალტერის ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
- საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
- ყოველდღიური გაყიდვებისა და შესყიდვების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
- საგადასახადო პორტალზე მუშაობა;
- დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი/პროგრამაში ასახვა;
- ხელფასების გაანგარიშება და დარიცხვა; საპენსიო შენატანების გაანგარიშება და დარიცხვა;
- ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის დამუშავება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი
- სამშენებლო კომპანიაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება(სასურველია);
- საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა, უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით
- რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე
- ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (ORIS);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გამართულად კომუნიკაციის უნარი
- პუნქტუალურობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: mekangeo@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ბუღალტერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
შპს ,,მექან’’მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!