შემდეგი
დღეს - 24 ნოე
რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@aldagi.ge
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, რეპორტინგის განყოფილებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;
- ბაზების დამუშავება და სხვადასხვა შიდა რეპორტის მომზადება კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების მხარდაჭერის მიზნით.
- ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური და სტატისტიკური ფორმების მომზადებაში დახმარება სადაზღვევო ზედამხედველობისთვის წარდგენის მიზნით;
- სხვადასხვა მონაცემების შეგროვება და დამუშავება აუდიტისთვის მიწოდების მიზნით;
- ყველა სტანდარტული ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტის მაქსიმალურად ავტომატიზირება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
- მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით (მნიშვნელოვანია საფინანსრო ან/და სადაზღვევო მიმართულებით);
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება). სასურველია Power Query/Power Pivot ექსელის ჩანართების გამოყენების პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
- დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- გასაუბრება
- ტესტირება Excel-სა და ფინანსებში
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - რეპორტინგის სპეციალისტი
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0