შემდეგი
18 ნოე - 17 დეკ
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
- მოქნილი გრაფიკი
- სხვა
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: brionixgeorgia@gmail.com
ევროპული კომპანია BRIONIX Georgia აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გაქვთ პოტენციალი და არ იცით როგორ აქციოთ ის შემოსავალად? პერსპექტიული შემოტავაზება გვაქვს.
Brionix არის უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს ხუთ ქვეყანაში, კომპანიის მთავარი ოფისი რიგაშია. ჩვენ ვვითარდებით და ვუმჯობესდებით უძრავი ქონებისა და ინვესტიციების სფეროში 1996 წლიდან. ბათუმის ბაზარზე მომხმარებელთა ბაზის გაფართოების გამო, ჩვენ აქტიურად ვიწვევთ გაყიდვების განვითარებაზე ორიენტირებულ სპეციალისტებს.
BRIONIX Georgia იღებს რეალტორებს გამოცდილებით ან მგამოცდილების გარეშე!
თუ თქვენ ხართ მიზანდასახული, კომუნიკაბელური, პოზიტიური და ასევე ღია ადამიანი, რომელიც მზად არის დატოვოს კომფორტის ზონა, გსურთ იყოთ ფინანსურად დამოუკიდებელი, გახსნათ ახალი ჰორიზონტები და გახდეთ წარმატებული უძრავი ქონების ინდუსტრიაში, მაშინ თქვენ ხართ ზუსტად ის, ვისაც ჩვენ ვეძებთ.
ამისათვის, ჩვენ გთავაზობთ:
- ტრენინგი მათთვის, ვისაც სურს კარიერის აშენება გაყიდვების ინდუსტრიაში ან გაიუმჯობესოს ცოდნა;
- ტრენინგის შემდეგ სპეციალისტის/მენტორის მხარდაჭერა და დახმარება;
- მომხმარებელთა დიდი ბაზა;
- მაღალმომგებიანი პროფესია და კარიერის ზრდა;
- სამართლებრივი მხარდაჭერა და დახმარება ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში;
- კლიენტებთან შეხვედრები კომფორტულ, ნათელ და აღჭურვილ ოფისში;
- მეგობრული და ერთიანი გუნდი, რომელიც მხარს დაგიჭერთ ყველაფერში;
- კომპანია, რომელიც დაინტერესებულია თქვენი წარმატებით.
BRIONIX-ის აგენტები არიან კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი და გამოცდილი სპეციალისტები.
ჩვენ არ ვისვენებთ და მუდმივად ვვითარდებით
მოთხოვნები:
- ჩამოყალიბებული კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების უნარი
- მიზანდასახულობა, შედეგზე ორიენტაცია
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- გაყიდვების გამოცდილება იქნება თქვენი უპირატესობა
- ენების ცოდნა მისასალმებელია (ინგლისური, ქართული, რუსული)
პასუხისმგებლობა:
- კლიენტების კონსულტაცია მუშაობის ყველა ეტაპზე
- ობიექტების პრეზენტაცია ოფლაინ და ონლაინ ფორმატში
- CRM სისტემაში მუშაობა, ანგარიშგება
- პროფესიული კომპეტენციების უწყვეტი განვითარება
- კომუნიკაცია სამშენებლო - დეველოპერული კომპანიების მენეჯერებთან
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი 5/2, საკუთარი სამუშაო დღის აგების შესაძლებლობით
- ტრენინგისა და სწავლების კარგად დამკვიდრებული სისტემა. ტრენინგის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ევროპული სტანდარტის რეალტორის სერტიფიკატს
- გარიგებიდან მაღალი პროცენტი და დროული გადახდა თითოეული გარიგებიდან
- მუშაობა კომფორტულ აღჭურვილ ოფისში
- შედეგის მიხედვით პროცენტის გაზრდის შესაძლებლობა
- მეგობრულ და მაღალკვალიფიციურ გუნდში მუშაობა
- კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობა
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების ინდუსტრიაში განვითარებით, გეპატიჟებით ჩვენს მეგობრულ გუნდში!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:brionixgeorgia@gmail.com
შენი მომავალი შენს ხელშია.
გაყიდვები
უძრავი ქონება
სამშენებლო, უძრავი ქონება
უძრავი ქონების აგენტი
ნახვები 30
უნიკალური ნახვები 27