18 ნოე - 25 ნოე
უფროსი ბუღალტრი
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე, ფინანსური აღრიცხვის და ბიზნეს ანალიტიკის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00

ძირითადი მოვალეობები:
  • ფინანსურ პროგრამაში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა, ანალიტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა;
  • ფინანსური რეპორტების ფორმების მომზადება;
  • პროგრამაში მატერიალური და არამატერიალური აქტივების რეესტრის შემოწმება;
  • ფინანსური აღრიცხვა და ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
  • ყოველთვიური არასტანდარტული გატარებების მომზადება და საიმპორტო ფორმატში გადაყვანა;
  • ანგარიშების გადაფასება;
  • საიმპორტო პროგრამის საშუალებით სხვადასხვა ტიპის გატარებების ასახვა პროგრამაში;
  • მთავარ ბუღალტერთან ერთად, დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
  • მნიშვნელოვანია მუშაობის გამოცდილება საფინანსო სექტორში (დაზღვევა ან/და ბანკი);
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • სასურველია Exact პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა (აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტესტირება);
  • მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა (ფინანსური/ბუღალტრული ტერმინოლოგიები).

ძირითადი უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მათემატიკური უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - უფროსი ბუღალტერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 31
უნიკალური ნახვები 29