შემდეგი
19 ნოე - 18 დეკ
სტარტი
MIDDLE Back End PHP პროგრამისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@citadeli.com
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას MIDDLE Back end PHP პროგრამისტის პოზიციაზე.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული შიდა ელექტრონული სისტემისთვის ახალი მოდულების შექმნა და მხარდაჭერა;
- არსებული შიდა ელექტრონული სისტემისთვის კოდში ცვილებების შეტანა (Back-end);
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- PHP OOP (Navite)
- MYSQL მონაცემთა ბაზის კარგი ცოდნა
- REDIS მონაცემთა ბაზის კარგი ცოდნა
- API სერვისებთან მუშაობის გამოციდლება
- JSON - ფორმატის კარგი ცოდნა
- კოდის ვერსიის კონტროლთან GIT-თან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- სუფთა კოდის წერა
- პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
- კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორაგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამისტი/დეველოპერი
ნახვები 166
უნიკალური ნახვები 164