არესემ საქართველო სოლუშენსი

არესემ საქართველო სოლუშენსი - RSM Georgia Solutions

მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და კონსალტინგური ფირმების ქსელის წევრი. ახორციელებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ქართული ლოკალიზებული ვერსიების კონსალტინგისა და დანერგვის სამუშაოებს და ეხმარება დამკვეთ ორგანიზაციებს აღრიცხვისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლებაში, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობის ზრდას.

არესემ საქართველო სოლუშენსი არის მსოფლიოში უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ეს-ეი-პის SAPSAP ვერცხლის და SAP® Business One-ის პირველი სერტიფიცირებული პარტნიორიFirst Certified Partner საქართველოში. კომპანიას მიღებული აქვს SAP-სგან სწრაფი სტარტის ჯილდო, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტისგან გამორჩეული დამსაქმებლის სტატუსი.

RSM - გადაწყვეტილებები თავდაჯერებული წინსვლისთვის

RSM-ი წარმოადგენს აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ექსპერტების ძლიერ ქსელს ოფისებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ერთიანი გუნდი, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ უნარებს, ახალ მიგნებებს, რესურსებსა და კლიენტზე ცენტრირებულ მიდგომებს, რომლებიც ბიზნესის ზუსტ და სიღრმისეულ გაგებას ეფუძნება. ყოველივე ეს კი დამკვეთი ორგანიზაციებს თავდაჯერებული წინსვლისა და პოტენციალის სრული რეალიზების შესაძლებლობას აძლევს, რაც ნათლად ასახავს თუ რას ნიშნავს, როდესაც თქვენი ზუსტად ესმით.

გადაწყვეტილებები თავდაჯერებული წინსვლისთვის

ჩვენი ქსელის წევრი ფირმები მზად არიან კონსულტაცია და რჩევები გაწიონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აუდიტი, გადასახადები, კონსულტაცია, რისკების მართვა, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგება (IFRS), რესტრუქტურიზაცია, ტრანზაქციები, სხვადასხვა ფინანსური და ბიზნეს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, RSM -ის ქსელის წარმომადგენელი ფირმები, მათ შორის RSM საქართველო, სთავაზობს სპეციალიზებული სერვისების ფართო არჩევანს, როგორიცაა: იურიდული მომსახურება, ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსალტინგი და პროგრამული უზურნველყოფის დანერგვა, კერძო ქონების მართვა და შეფასება.

მეტი ეფექტურობისთვის, ჩვენ, როგორც გრძელვადიანი მრჩეველი, სიღრმისეულად ვაანალიზებთ ბიზნესის თითოეულ ასპექტს, რაც საშუალებას გვაძლევს დროული რეაგირება მოვახდინოთ ექსპერტული გადაწყვეტილებების შემოთავაზებით. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, კომპანიებს შუძლიათ ისარგებლონ RSM-ის ერთნაირად მაღალი ხარისხის მომსახურებით, რომელიც ჩვენი უფროსი კონსულტანტების ადგილობრივ ცოდნასა და გლობალურ ექსპერტიზას ეფუძნება. ჩვენი კრედო დამკვეთის წარმატების ურზუნველყოფაა თავდაჯერებული წინსვლისთვის.

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • RSM-ი რეიტინგით რიგით მე-6 ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელია.
  • RSM-ის ქსელს 120 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა, მათ შორის წარმოდგენილია მსოფლიოს 40 ყველაზე მსხვილ ბიზნეს ცენტრში.
  • ჩვენს 800 ოფისში, რომლებიც განთავსებულია ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, დასაქმებულია 41 400-ზე მეტი პროფესიონალი.

RSM საქართველო 2008 წელს დაარსდა, სწრაფად განვითარდა 5 წლის განმავლობაში და საქართველოს წამყვანი უდიტორული კომპანიების ათეულში დაიმკვიდრა მოწინავე ადგილი. თანამედროვე მიდგომებმა, სწრაფი რეაგირების უნარმა, სერვისის ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობამ განაპირობება RSM საქართველოს განვითარების სწრაფი ტემპი. RSM-ი საქართველოში წარმოდგენილია 4 ოფისით და 70 თანამშრომლით.

RSM-ის კლიენტთა ბაზა მოიცავს როგორც ზრდაზე ორიენტირებულ სამეწარმეო ბიზნეს კომპანიებს, ისე სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე წამყვან მულტინაციონალურ ორგანიზაციებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.

მოლოდინების გადაჭარბებაზე ფოკუსირება

RSM-ის ქსელი მიზანმიმართულია მოუტანოს კლიენტს უფრო მეტი სარგებელი, მისი ბიზნეს საჭიროებების და სპეციფიკის უფრო სიღრმისეული გაგება, უფრო მეტი ექსპერტიზა, მეტი თავდაჯერებულობა.

გლობალური და ადგილობრივი კოლაბორაცია

ჩვენი მიზანია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში RSM-ის კლიენტებს შევთავაზოთ სერვისი, რომელიც გადააჭარბებს მათ მოლოდინს. ეს კი გულისხმობს მხარდაჭერას ღირებული ექსპერტული გადაწყვეტილებებით, რომელსაც გლობალური პროფესიონალი კონსულტანტები ადგილობრივი პერსპექტივის გათვალისწინებით საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილების საფუძველზე სთავაზობენ. სწორედ ეს ორმაგი პერსპექტივა განაპირობებს ორგანიზაციების თავდაჯერებულ წინსვლას მომავლისკენ.

უმაღლესი ექპერტიზა, იდეები და მიგნებები

მიგვაჩნია, რომ თითოეული ჩვენი კლიენტი იმსახურებს წვდომა ქონდეს ჩვენი უფროსი გლობალური ექსპერტების ცოდნასა და გამოცდილებაზე. მიუხედავად იმისა, ორგანიზაცია არის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, თუ მულტინაციონალური გლობალური კომპანია ან ფინანსური ინსტიტუტი, მათ ყოველთვის ყოველთვის შეუძლიათ დაეყრდნონ ჩვენს ინდუსტრიაში ყველაზე აღიარებული კონსულტანტების უახლეს ანალიტიკას. ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია გავუზიაროთ მათი ნააზრევი, რაც დამკვეთს დაეხმარება ნებისმიერ გამოწვევას შესაბამისი ცოდნით შეხვდეს.

კლიენტი კომპანიების საჭიროებების და მისწრაფებების ზუსტი გაგება

ურთიერთობები ჩვენს კლიენტებთან დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და კოლაბორაციაზე. ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით და ვუღრმავდებით მათ ბიზნესს, რათა მოვახდინოთ ზუსტი იდენტიფიცირება იმისა, თუ რა მისწრაფებები და მოტივაცია ამოძრავებთ მათ. ჩვენ ვახდენთ ბაზრის 3600-ით შესწავლას, ადგილობრივი კანონმდებლობის და საბაჟო წესების ანალიზს, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად გამოვკვეთოთ თქვენს წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. დამკვეთის მიზნების და წარმატების საზომების სიღრმისეული გააზრებით, ჩვენ ვეხმარებით რომ მათ მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმიზაცია.

არესემ საქართველო სოლუშენსი - RSM Georgia Solutions

მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და კონსალტინგური ფირმების ქსელის წევრი. ახორციელებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ქა...

მიმდინარე განცხადებები