19 ნოე - 25 ნოე
კორპორატიული დაზღვევის მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება
  • სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება
  • პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება
  • გაყიდვების გეგმების შესრულება
  • კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით);
  • კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით,, ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - კორპორატიული დაზღვევის მენეჯერი ბათუმში.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

დაზღვევა
კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)
ნახვები 13
უნიკალური ნახვები 12