დღეს - 21 დეკ
სტანდარტი
ჰოლ მენეჯერი
თბილისი, გლდანი
თბილისი, საბურთალო, გაგარინის ქ.
თბილისი, ვარკეთილი
- სრული განაკვეთი
- 1200
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@bet25.com
ტელეფონი:
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
" BET25" აცხადებს ვაკანსიას ჰოლ მენეჯერი პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: დარბაზის მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი და ყოველდღიური ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- დაქვემდებარებული პერსონალის მუშაობის დაგეგმვა და მონიტორინგი;
- დახმარების გაწევა ხელმძღვანელობისათვის თანამშრომლების დისციპლინარული საკითხების გადაწყვეტაში;
- დასწრების ჟურნალების წარმოებაში მონაწილეობა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის პერმამენტულად გაnახლება;
- სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც ხელს შეუწყობს გუნდურ მუშაობას, ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას თანამშრომელთა შორის და მათგან საჭირო უკუკავშირის მიღებას;
- თანამშრომლების ინფორმირება პროდუქტების შესახებ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი აქციებისა და ღონისძიებების თაობაზე;
- ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცულობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
- VIP მომხმარებლებთან ურთიერთობა - მათი ცნობიერების ამაღლება პროდუქტებისა და აქციების შესახებ;
- სათამაშო აპარატების მენიუს სრულყოფილი ცოდნა;
- საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
- ტრენინგი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ჰოლ მენეჯერი" .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სერვისის მენეჯერი
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 23
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში