დღეს - 21 დეკ
სტანდარტი
სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@eg.ge
შპს ჯიემსი მოტორსი LTD "GMC Motors" წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილეს ლიდერ კომპანიას საქართველოში, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებს, მისაბმელ აღჭურვილობას და შესაბამის ნაწილებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
მოვალეობები:
- კომპანიის კლიენტებთან ურთიერთობა და მოთხოვნის შესაბამისად ნაწილის შეთავაზება
- ახალი მომხარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქციის გაცნობა შეთავაზება
- რეპორტების მომზადება გაყიდული პროდუქციის თაობაზე და შესყიდვებისთვის მიწოდება
- შესასყიდი პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- ტრაქტორის ნაწილების ცოდნა
- სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის ცოდნა
- სავალდებულოა MS Office ცოდნა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
- ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ
- ანაზღაურება: შეთანხმებით ინდივიდუალურ გასაუბრებაზე
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@eg.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8