დღეს - 21 დეკ
სტარტი
მენეჯერი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • სხვა
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,ქართული,რუსული
ჩვენ შესახებ:
Red House არის უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც ბაზარზე დამკვიდრებულია როგორც სანდო და ინოვაციური პარტნიორი. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას და მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება.

რას ვეძებთ ჩვენ:
ვეძებთ მოტივირებულ, გამოცდილი და პასუხისმგებლობის მქონე მენეჯერს, რომელიც ითავისებს გუნდის მართვას, სტრატეგიული მიზნების მიღწევას და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას.

მთავარი მოვალეობები:
  • გუნდის ეფექტური მართვა და მოტივაცია.
  • სამუშაო პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი.
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
  • ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა.
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და კომპანიის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
  • უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა (სასურველია).
  • გუნდის მართვის უნარი და ლიდერული უნარები.
  • შედეგებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (სხვა ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება).

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.
  • კონკურენტული ანაზღაურება და ბონუს სისტემა.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის შესაფერისია, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე .
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გელოდებით, რომ გახდეთ ჩვენი წარმატებული გუნდის ნაწილი!
ადამიანური რესურსები
შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი,
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 110
უნიკალური ნახვები 107
გაგზავნილი CV-ები 0