1C ადმინისტრირების შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
OneSoft Training Centre აცხადებს მიღებას 1C ადმინისტრირების შემსწავლელ ონლაინ კურსზე.
პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- შესყიდვები
- საწყობი და მარაგები
- წარმოება
- გაყიდვები
- CRM
- ბუღალტერია
- HR
- ფინანსური ანგარიშგებები
- Rs.ge
სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.
კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ 1C პროგრამის ადმინისტრირება, მომხმარებლების და ბაზების მართვა.
მიზნობრივი ჯგუფი:
- ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს გაიღრმაოს ცოდნა 1C-ის მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- 1C-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
ლექციების განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (19:00 – 21:00).
კურსის ხანგრძლივობა: 10 საათი.
სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
- გქონდეთ სრული წარმოდგენა ინფორმაციული ბაზის ტიპებზე და მათ განსხვავებებზე
- მომხმარებლების შექმნას, შესაბამისი პარამეტრების და უფლებების გამართვას
- ტიპიური ოპერაციების შაბლონების აწყობას
- ანგარიშგებების აწყობას
- სხვადასხვა დამუშავებების გამართვას
- ბაკნებთან ინტეგრაციის აწყობას
- თვის დახურვის დოკუმენტის გატარებას
- შესაერთებელ მოწყობილობებთან ინტეგრაციის გამართვას
- დისტრიბუციის პოკეტების გამართვას
კურსის სტანდარტული ღირებულება: 500 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
ტრენინგი ჩატარდება საკომუნიკაციო პროგრამა „google meeting”-ის მეშვეობით.
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:
- კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში, პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ
- OneSoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.
კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეით:
ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2, OneSoft Training Centre.
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 558 99 75 98
E-mail: info@1soft.ge
Web - www.onesoft.ge