25 ნოე - 24 დეკ
სტარტი
დარბაზის ადმინისტრატორი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბაკურიანი
- სრული განაკვეთი
- 900
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@spar-georgia.com
ტელეფონი: +995 577 99 99 78
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება- 900 ლარი + 200 სეზონური დანამატი;
რას გთავაზობთ დამატებით ?
- ტრანსპორტირება ხაშური-ბაკურიანი - შესაბამისად, გზად მდებარე ლოკაციებიდან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დაფარვის ზონის მითითებისას;
- ნავაჭრიდან წილი - 0.3 % ბონუსის სახით;
- ბონუსი გეგმის შესრულებაზე;
- სტაჟის დანამატს;
- კვებაზე 50%იან ფასდაკლებას;
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- Spar Card-ს - რომლითაც ისარგებლებ ფასდაკლებებით სრულ ასორტიმენტზე და საკრედიტო ლიმიტით;
ძირითადი მოვალეობები
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა
- სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
- საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
- დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
- სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
- სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „დარბაზის ადმინისტრატორი ბაკურიანი“ ან დაგვირეკეთ ნომერზე - +995 577 99 94 94 / +995 577 99 99 78 ;
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !
„თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს „ფუდმარტის“ (ს/კ 404460187) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@foodmart.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.“
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 42
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში