- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
სატრანსპორტო კომპანია „ვილსმენი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის ვებ-გვერდი: www.wheelsman.ge
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის მოედანი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ორგანიზაციის ფინანსების ადმინისტრირება და მართვა, საბრუნავი საშუალებების კონტროლი;
· სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
· ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი;
· დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
· კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა;
· ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
· კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება;
· კომპანიის ბუღალტრული განყოფილების მართვა და კონტროლი;
· ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება და კონტროლი;
· საგადასახადო და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მართვა;
· ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა დადგენილ ვადებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით);
· შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
· საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
· ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
· რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის, Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
· მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
· ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
· შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@wheelsman.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფინანსური მენეჯერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!