25 ნოე - 24 დეკ
სტარტი
რეგიონალური წარმომადგენლობების მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
Paybox
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@oppa.ge
Paybox აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური წარმომადგენლობების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სს „ოპპა“ , რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. პოზიციის მიზანია, წარმომადგენლობებში არსებული ცვლილებების პროგრამული უზრუნველყოფა
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- წარმომადგენლობებში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
- წარმომადგენლობებში არსებული ყველა ცვლილების პროგრამული უზრუნველყოფა;
- დოკუმენტებთან მუშაობა: რეგიონალური დოკუმენტების მიღება და სისწორის კონტროლი;
- უშუალო უფროსის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სასურველია/სავალდებულოა:
- სასურველია კომერციულ დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
- გუნდური მუშაობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და
აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.
გაყიდვები
სავაჭრო წარმომადგენელი
ნახვები 32
უნიკალური ნახვები 30