დღეს - 05 დეკ
სტანდარტი
პროექტის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული

HH Recruitment (www.HH.ge) აცხადებს შერჩევას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიისთვის


ძირითადი მოვალეობები:

  • გაეცნოს და შეისწავლოს მიმდინარე კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩამონათვალს და კონტრაქტის ფარგლებში არსებულ სხვა ვალდებულებებს;
  • კოორდინაცია გაუწიოს და ქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია დამკვეთის მხრიდან გამოყოფილ ზედამხედველებთან;
  • დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ყოველდღიურ ოპერაციებს;
  • მართოს და აკონტროლოს პროექტის მსვლელობა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სათაო ოფისს არსებული საკითხების შესახებ;
  • აკონტროლოს პროექტის ვადები და დაგეგმოს შესაბამისი ქმედებები პროცესების დაჩქარების მიზნით საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს გეგმა-გრაფიკი;
  • ორგანიზება გაუწიოს ადგილზე შემსრულებელსა თუ სხვა აქტორებს, რათა დროულად და ხარისხიანად იქნეს უზრუნველყოფილი პროექტის დასრულება;
  • განსაზღვროს და გაითვალისწინოს მიმდინარე პროექტით გათვალისწინებული ახალი ობიექტების დაწყების სამუშაოები, განსაზღვროს ვადა, გაიაროს ბიუჯეტის ნაწილი სათაო ოფისთან, მოიძიოს შესაბამისი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები და ა.შ
  • შეაფასოს და განსაზღვროს პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში მოსალოდნელი რისკები, მართოს მიმდინარე პრობლემები და აწარმოოს მონიტორინგი პროექტის თოთოეულ ეტაპზე;
  • საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სათაო ოფისს რათა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები იქნენ ჩართული საჭიროების შემთხვევაში, იქნება ეს (HVAC/MEP, კონსტრუქტორები, ხმის სპეციალისტები და ა.შ);
  • დადგენილი სტანდარტების მიხედვით გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ყოველდღიურად აკონტროლოს სამუშაო პროცესი, რათა ყველა შესრულებული სამუშაო თანხვედრაში იყოს პროექტის მიზნებთან;
  • მოამზადოს ყოველთვიური პროგრეს რეპორტი;
  • ყოველთვიურად მოამზადოს ფორმა #2
  • საჭიროებიდან გამომდინარე პროექტისთვის საჭირო ნებართვების მოსაპოვებლად კომუნიკაცია აწარმოოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან;
  • აკონტროლოს კონტრაქტორების, სამუშაოთა მწარმოებლების და კონსულტანტების სახელშეკრულებო პირობების თანხვედრა მათ მიერ წარმართულ პროცესთან და პროექტის მოთხოვნებთან მიმართებაში
  • დაგეგმილი და შესრულებული ამოცანების საფუძველზე მუდმივად განაახლოს პროექტის განვითარების ფაზა და გააკეთოს განახლებული მონაცემების კომუნიკაცია კომპანიის მენეჯმენტთან და ყველა ჩართულ პირთან;
  • მოამზადოს რეპორტი პროექტის ბიუჯეტისა და მიმდინარე ხარჯვითი ნაწილის ჭრილში და გადახარჯვის შემთხვევაში უზრუნველყოს მენეჯმენტის და პროექტში ჩართული პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო ან არქიტექტორული მიმართულებით;
  • 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე;
  • გამოცდილება სამშენებლო ინფრასტქურულ პროექტებზე;
  • AutoCad-ArchiCad - ცოდნა პროექტების გაცნობის მიზნით
  • საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა
  • კონსტრუქციული/არქიტექტურული ნახაზების აღქმის და ანალიზის უნარი
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა
  • MS Office პროგრამების ცოდნა


სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე


დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე საიტის მეშვეობით

TOP მენეჯმენტი
პროექტის/პროგრამის მართვა
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი),
სამშენებლო პროექტების მართვა
სხვა
პროექტის მართვა
წარმოება/ოპერაციები
პროექტების მართვა
ნახვები 14
უნიკალური ნახვები 14
გაგზავნილი CV-ები 1