შემდეგი
26 ნოე - 25 დეკ
ემერჯენსის დღის რეგისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hrkhechinashvili@gmail.com
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აცხადებს ემერჯენსის დღის რეგისტრატორს ვაკანსიას.
სამუშაო გრაფიკი: 09:00- 17:00 - სამუშაო დღეებში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, შემოსული პაციენტების მიღება
- პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის რეგისტრაცია პროგრამაში
- ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა, კერძოდ: საგარანტიოების გააქტიურება, შესაბამისი ინფორმაციის პორტალზე ატვირთვა, დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება
- ფინანსური ანგარიშგების წარმოება, სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- სასურველია პროგრამა softmedic-ში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Hrkhechinashvili@gmail.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N33
რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით).
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6