შემდეგი
დღეს - 26 დეკ
სტანდარტი
HR მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@hgh.ge
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს ,,გერმანული ჰოსპიტალი“ - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს „გერმანული ჰოსპიტალი“ გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.
ს.ს. „გერმანული ჰოსპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 45 ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა(ვაკანსიების განთავსება, გასაუბრების პროცესის მართვა, კადრების აყვანა)
- კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების სრული მართვა (ხელშეკრულებები, შინაგანაწესი, ბრძანებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება)
- თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა, ასევე მათი ნამუშევარი დროის ყოველთვიური და ყოველდღიური აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ფლობა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ორგანიზებულობის და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ HR მენეჯერის პოზიციაზე“
სს ,,გერმანული ჰოსპიტალი“
გისურვებთ წარმატებას
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 39