შემდეგი
დღეს - 26 დეკ
პროექტ მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: ana.gabelia@yahoo.com
ტურისტული კომპანია FSTA აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ტურისტული პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა
- პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება
- პროექტის ბიუჯეტის და გრაფიკის მართვა
- მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა
- სერვისის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესება
- მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი
მოთხოვნები:
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტ მენეჯმენტის ან ტურიზმის სფეროში
- მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალების მიმართ ყურადღება
- გამართული ქართული და ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენების ცოდნა იქნება უპირატესობა)
- კომპიუტერული უნარები და ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ:
- კომპანიასთან ერთად განვითარების პერსპექტივა
- მეგობრული სამუშაო გარემო/გუნდი.
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
- დამატებითი სარგებელი და ბონუსები პროექტების წარმატებით შესრულების შემთხვევაში
თუ გსურთ, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და ჩაერთოთ საინტერესო და დინამიურ პროექტებში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: ana.gabelia@yahoo.com
ტურიზმი/გართობის სექტორი
ღონისძიებების მენეჯერი
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 5