28 ნოე - 06 დეკ
სტანდარტი
სამშენებლო პროექტ მენეჯერი
თბილისი, დიდუბე
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment14@hh.ge
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, სამშენებლო პროექტ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სხვადასხვა მიმართულების პროექტების მართვა;
- პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
- მენარდეების მოძიება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
- თითოეული პროექტის ფარგლებში დეტალური გეგმა - გრაფიკის და სამუშაო პროცესის გაწერა და შესრულების ვადების კონტროლი;
- ადამიანური რესურსის ეფექტურად გადანაწილება/მართვის უზრუნველყოფა;
- გეგმების , ნახაზების და მოცულობების ყოველდღიური გადამოწმება . სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლისა და სამშენებლო ბრიგადის მიერ, შესრულებული სამუშაოს ხარისხის დადასტურება. ხარვეზების შემთხვევაში მათი აღმოფხვრა და ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფა;
- პროექტის შესრულების ვადების კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტზე მასალების ხარისხის და რაოდენობის დადასტურება. ინვენტარიზაციების წარმოების ზედამხედველობა;
- სპეციალური დოკუმენტაციის წარმოება/წარმოების კონტროლი ( ფორმა # 2; სასაწყობო ნაშთები; ფარული აქტები; გეოდეზიური აქტები ; ნებისმიერი სამშენებლო დოკუმენტაცია ) სისწორის კონტროლი;
- სამუშაოთა მწარმოებლების მიერ, წარმოებული დოკუმენტაციის ( ფორმა # 2; სასაწყობო ნაშთები ) ბუღალტერიასთან წარდგენა / განხილვა;
- სამშენებლო ობიექტიდან ოფისისთვის, ყველა ტიპის დოკუმენტის წარდგენის უზრუნველყოფა;
- პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
- პროექტებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემური საკითხების მოგვარების გეგმების განსაზღვრა;
- პროექტის გამართულად შესრულებისთვის შესაბამისი პირების კოორდინაცია, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება ან/და ინფორმაციის გამოთხოვა მომიჯნავე პროფესიის / დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან;
- სამშენებლო სამუშაოებისა და დადგენილი სახელმწიფო ნორმების შესრულების ზედამხედველობა;
- თითოეული პროექტის ფარგლებში ყოველკვირეული / ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
- შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა;
- ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგების წარმოება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
- აუცილებელია პროექტ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია AutoCAD-ის და ArchiCAD-ის ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
- 5 სამუშაო დღე (09:00-18:00)
- სამედიცინო დაზღვევა;
- სატელეფონო ლიმიტი;
- Fitpass;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას “APPLY” ღილაკზე დაჭერით.
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი),
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 78
უნიკალური ნახვები 74