02 დეკ - 31 დეკ
სტანდარტი
შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Lkapanadze@elteg.ge
კომპანია „ელტეგი“ დაარსდა 2007 წელს. იგი წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ბაზარზე ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტით ოპერირებს. კომპანიის მიზანია, აღნიშნულ სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით, საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთების მათზე მორგებული პაკეტებით მომსახურება. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.elteg.ge
კომპანია „ელტეგი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტი პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზ. #41, 0103, თბილისი, საქართველო
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი (NET) + ბონუსები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა მომწოდებლების და სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმება;
- მომწოდებლების მონაცემთა ბაზის შესწავლა/ანალიზი;
- მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა;
- შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
- გეგმის შესაბამისად შეკვეთების დროული განხორციელება, ტრანსპორტირების სრული ციკლის მართვა და მონიტორინგი;
- საგარანტიო პირობების შეთანხმება, მწარმოებლის მიერ ანაზღაურებისა და სტატუსის მონიტორინგი;
- შესყიდვების/იმპორტის/განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების მომზადება და პროგრამულად ასახვა;
- შესყიდვების ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა;
- ფორუმებსა და გამოფენებზე მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია საწარმოო და/ან სამშენებლო სფეროში მინიმუმ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება შესყიდვების პოზიციაზე;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს მობილურ ნომერზე.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Lkapanadze@elteg.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 52
უნიკალური ნახვები 47